მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან ერთად, სოფელ მუხრანში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის პროექტის მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობასა და მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთების მოწესრიგებას ითვალისწინებს.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 705 756 ლარს შეადგენს