მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მინი-ფეხბურთის ჩემპიონატი მცხეთაში

კამპანიის „არა ნარკოტიკს“ ფარგლებში მიმდინარე მინი ფეხბურთის ჩემპიონატის მცხეთა-მთიანეთის ფინალი დასრულდა, რომელიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარეობდა.

ჩემპიონატის მთავარი მიზანი, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტის მეშვეობით ნარკოტიკებზე უარის თქმის წახალისებაა.

ფინალამდე ტურნირები გაიმართა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: მცხეთა, თიანეთი და დუშეთი.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ჩემპიონი გუნდები:

  •  I ადგილი – მცხეთის „იუნაითედი“
  •  II ადგილი – მცხეთის „მუხრანი“
  •  III ადგილი – თიანეთის „წკეპლა“

ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ბაჯაძე, მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მიშო ბუჯიაშვილი, გიორგი კვახაძე, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ღონისძიების ორგანიზატორები ესწრებოდნენ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია  ვულოცავთ გამარჯვებას ფეხბურთელებს და წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ჩემპიონატზე.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018