მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


სამუშაო შეხვედრა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა.  

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, სოფლებში არსებული ვითარება და ის პრობლემური საკითხები, რომლებიც უახლოეს დროში რეაგირებას მოითხოვს. 

მერმა წარმომადგენლებს თემებში არსებული სიახლეებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად წარმოდგენა დაავალა. ასევე, მერიის შესაბამის სამსახურებთან მეტად ოპერატიული და შედეგზე ორიენტირებული კომუნიკაციისაკენ მოუწოდა.

"მჭიდრო და სწრაფი კომუნიკაცია ხელს შეუწყობს როგორც დროულ ინფორმირებას მუნიციპალიტეტის თითოეული მოქალაქის პრობლემებისა და წინადადებების შესახებ, ასევე, მათი განხილვისა და გადაწყვეტის პროცესის შემდგომ სრულყოფას." - განაცხადა დიმიტრი ზურაბიშვილმა.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მცხეთის მერის მოადგილეები -  თამაზ ფოლოდაშვილი და გიორგი ბაჯაძე.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018