მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ოლიმპიური დღე

მცხეთაში, ოლიმპიური დღის აღსანიშნავად, სპორტის სამ სახეობაში სხვადასხვა აქტივობა ჩატარდა. 

ახალგაზრდებმა, ტრადიციულად, 

მონაწილეობა მიიღეს სიმბოლურ გარბენში/მარათონში. 

საგზატკეცილო ველოსპორტში აღმართზე ჯგუფურ რბოლაში გაიმართა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ღია ჩემპიონატი. 

ასევე, ფესტივალი ჩატარდა ფეხბურთში 2017-2018 წლებში დაბადებულთა შორის. შეჯიბრში მონაწილეობდა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის 8 გუნდი. 

გამარჯვებულებს საჩუქრად სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 

ღონისძიებას, ორგანიზატორებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ოლიმპიური დღის აღსანიშნავი აქტივობები გაიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა  და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით, ასევე, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის, მერიის სხვადასხვა სახეობის მცხეთის სასპორტო სკოლის, კლუბ POOL-53-ის, რეგიონის ფეხბურთის ფედერაციისა და  მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის მხარდაჭერით. 

ღონისძიება მიზნად ისახავდა სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018