30 წელი გავიდა 9 აპრილს მომხდარი ტრაგიკული და გმირული მოვლენებიდან მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ , მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულა შალვა კერესელიძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ,პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, მოადგილე მარინა ზურაბიშვილმა , მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი ცქიტიშვილმა და ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ხერლმძღვანელმა შორენა არჯევანიძემ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად , სოფელ ძალისის საჯარო სკოლაში და რუსთაველის გამზირზე გვირგვინით შეამკო 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ამ დღესვე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 9 აპრილს დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი აღევლინა. 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ორი სახით შევიდა - 1989 წლის ტრაგედიის მოვლენათა ჯაჭვით და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებით