მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მხარის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი ანსამბლ „მცხეთის“ სოლოკონცერტს დაესწრნენ.
კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის კულტურის ცენტრის ანსამბლის ღონისძიებას მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურმა ცენტრმა უმასპინძლა.
კონცერტის დასასრულს დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მერმა, დელეგატმა და სახელმწიფო რწმუნებულმა.
მათ ანსამბლის წევრებს შემოქმედებითი საღამოს ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადეს და სამომავლოდ თითოეულ მათგანს წარმატებები უსურვეს.
ღონისძიებას, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მცხოვრებლები.