მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ანსამბლ ,,იბერიონის" კონცერტი მცხეთაში

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე ანსამბლ „იბერიონის“ სოლო კონცერტს დაესწრნენ.

ღონისძიება მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციურ ცენტრში გაიმართა, სადაც დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლი განახლებული პროგრამით წარდგა.

კონცერტს ასევე ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორი ბაჯაძე, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018