მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა - დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან ჯონი ბერუაშვილთან ერთად, სოფელ წილკანში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი შიდა საუბნო გზების ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობასა და მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთების მოწესრიგებას ითვალისწინებს.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 248 247 ლარს შეადგენს.