მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მინი ფეხბურთში სახელოვანი მცხეთელი ფეხბურთელის - მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება დაიწყო. 

ტურნირში  მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქ მცხეთის ფეხბურთის მოყვარულთა 16 გუნდი მონაწილეობს.

ტურნირის ფარგლებში თამაშდება  მერაბ ხუცურაულის სახელობის გარდამავალი თასი, ასევე საჩუქრები ნომინაციებში: საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი. ფინალის მონაწილე გუნდები მიიღებენ ფულად ჯილდოებს.

ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში  სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.

ტურნირი 17 ივლისს დაიწყო და  30 ივლისამდე გრძელდება.

მერაბ ხუცურაულმა საფეხბურთო კარიერა  მშობლიურ ქალაქ მცხეთის საფეხბურთო გუნდ ,,არაგვში" დაიწყო. ასევე თამაშობდა საქართველოს სხვადასხვა საფეხბურთო გუნდში. პროფესიონალური თამაში მოთამაშე-მწვრთნელის რანგში მშობლიურ გუნდში დაასრულა. სიცოცხლის ბოლომდე იყო გუნდ ,,ლოკომოტივის" მწვრთნელი.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018