მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ძეგვში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა - დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილთან  ერთად, სოფლებში - ძეგვში, სასხორსა და ხეკორძში  შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა. 

პროექტის ფარგლებში, სოფელ სასხორში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება 1 კილომეტრამდე გზაზე. ასევე, ეწყობა 

ეზოებამდე მისასვლელი მონაკვეთები. სამუშაოები 2 ლოკაციაზე მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 567 549 ლარს შეადგენს. 

შიდა საუბნო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს სოფელ ძეგვშიც, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი 1 კილომეტრამდე გზის მონაკვეთზე იგება. კეთილმოეწყობა მოსახლეობის ეზოებამდე მისასვლელი ადგილებიც. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 233 832  ლარს შეადგენს. 

ასევე, ნახევარ-კილომეტრიანი შიდა საუბნო გზის კეთილმოწყობისა და ბოგირის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სოფელ ხეკორძში. პროექტის სახელშეკრულებო თანხა 244 077 ლარია. 

მიმდინარე სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018