მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მინი ფეხბურთში სახელოვანი მცხეთელი ფეხბურთელის - მერაბ ხუცურაულის სახელობის თასის გათამაშება დასრულდა. 

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს წეროვნისა და ძეგვის გუნდები შეხვდნენ. თამაში წეროვნის გამარჯვებით, ანგარიშით - 2-1 დასრულდა. 

გამარჯვებული გუნდები მცხეთის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრუდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა თამაზ გრძელიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კვახაძემ დააჯილდოვეს. 

ტურნირის ფარგლებში გათამაშდა მერაბ ხუცურაულის სახელობის გარდამავალი თასი, ასევე, საჩუქრები ნომინაციებში: საუკეთესო მეკარე, საუკეთესო მოთამაშე და ბომბარდირი. ფინალის მონაწილე გუნდებმა მიიღეს ფულადი ჯილდო, ფასიანი საჩუქრები და მედლები.   

ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაა.

ტურნირში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქ მცხეთის ფეხბურთის მოყვარულთა 16-მა გუნდმა მიიღო  მონაწილეობა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018