საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, მცხეთაში შოუ-კონცერტი „ზაფხულის მუსიკალური საღამოები“ გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჯგუფი „ბანი“ და სოლო მომღერლები: სალომე ბაკურაძე, მასტერი, თემო საჯაია, ქეთი გომართელი, თამთა ჭელიძე და თამარ მეჭიაური.