მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


8 აგვისტო

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა დიმიტრი ზურაბიშვილმა, მცხეთა-მთიანეთის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან და  მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტში გმირთა მემორიალები და საფლავები გვირგვინით შეამკო. 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს და გმირი შვილების აღზრდისათვის მადლობა გადაუხადეს.

2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ გია რომელაშვილი - წინამძღვრიანთკარიდან, მამუკა ბეკურაშვილი - ბიწმენდიდან, ირაკლი მორბედაძე-ქსოვრისიდან, რეზო ახალკაცი და რეზო ალავერდაშვილი - ნიჩბისიდან და ლევან მიდელაშვილი - ახალგორიდან.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობასთან და ქალაქის შემოსასვლელთან სახელმწიფო დროშები დაეშვა.

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი ასევე მიაგეს მერის მოადგილეებმა - თამაზ ფოლოდაშვილმა, გიორგი ბაჯაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილმა და მოადგილე გიორგი კვახაძემ.

ფოტოები ვრცლად

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018