მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა - დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებთან - თამაზ ფოლოდაშვილთან და გიორგი ბაჯაძესთან ერთად, სოფელ ქსოვრისში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში, ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო 1-კილომეტრიან მონაკვეთზე. ასევე, მოეწყო ეზოებამდე მისასვლელი ადგილები.
სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 617 344 ლარი შეადგინა.