მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სოფელ მუხრანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
მიმდინარე სამუშაოებს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი დიმიტრი ზურაბიშვილი, მოადგილეებთან - თამაზ ფოლოდაშვილთან და გიორგი ბაჯაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
პროექტით გათვალისწინებულია ერთ კილომეტრზე მეტი საავტომობილო გზის ბეტონის საფარით მოწყობა.
სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 776 500 ლარს შეადგენს.