მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი

   9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული დასრულდა.  მცხეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგის ჯანიკო ბარდაძის ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს, სლოგანით „მადლობა თავისუფლებისთვის“ ღონისძიება მიუძღვნეს. წარმოდგენილმა პერფორმანსმა კიდევ ერთხელ გაახსენა დამსწრე საზოგადოებას 1989 წლის 9 აპრილი.

 9 აპრილიდან ოცდაათი წლის აღსანიშნავად   მისაქციელის საჯარო სკოლის  დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა, თავისუფალი თემა სათაურით „რას ნიშნავს ჩემთვის თავისუფლება“, კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილის სისხლიანი დილა და  საკუთარი დამოკიდებულება და შეხედულება ფურცელზე გადმოიტანეს. შეირჩა საუკეთესო  სამი  ნაშრომი. "მადლობა თავისუფლებას"   სალომე ებიტაშვილი  X კლასი დამრიგებელი: თეა გვინდაძე,“რა მოგვიტანა ცხრა აპრილმა??........”  ანი ორუჯაშვილი  IX კლასი დამრიგებელი: ნაირა ჩორხაული,“რა მომიტანა 9 აპრილმა?!”  ნინო სოლოშვილი   XI კლასი დამრიგებელი: იზა ხუროშვილი



 კვირეული მცხეთის შოთა რუსთაველის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში დასრულდა, სადაც საპატიო სტუმრებად მოწვეულნი გახლდნენ ბატონები: გურამ და რობერტ პეტრიაშვილები. სტუმრები მცხეთის ახალგაზრდებს შეხვდნენ, სადაც დეტალურად გაიხსენეს 9 აპრილს განვითარებული მოვლენები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე, მერიისა და კულტურის ცენტრის თანამშრომლები, საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.



© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018