12 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში GIZ (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების) ორგანიზებით პროექტის „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა, რომ ჩაერთონ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში. საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში, მათ შორის მცხეთაში, საბიუჯეტო სამსახურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა სამუშაო შეხვედრა სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებთან.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები : ადგილობრივი თვითმმართველობის არსი და პრინციპები, მოქალაქეთა თანამონაწილეობის მნიშვნელობა და მისგან მიღებული სარგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი.
ახალგაზრდები მოამზადებენ წინადადებებს მათთვის პრიორიტეტული საკითხების შესახებ და წარუდგენენ მუნიციპალიტეტს, რათა შემდგომ ბიუჯეტში მოხდეს მათი ინტერესების გათვალისწინება.