მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


წიგნის საერთაშორისო დღე

  23 აპრილს , წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული შალვა კერესელიძე, მცხთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, წეროვანის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, რომლის ბიბლიოთეკას საჩუქრად შემეცნებითი და კლასგარეშე საკითხავი მხატვრული ლიტერატურა გადასცეს. წეროვანში უახლოეს ერთ წელიწადში ახალი სკოლა აშენდება, - შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას დღეს მისცა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსწავლეებსა და პედაგოგებთან შეხვედრისას განათლების მნიშვნელობასა და პრიორიტეტულობაზე გაამახვილეს ყურადღება და მათ წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე მიულოცეს, მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს მათ როლს განათლების მასშტაბური რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში. „დღეს საერთაშორისო საზოგადოება წიგნის დღეს აღნიშნავს. წიგნი ყველას ძალიან უნდა გვიყვარდეს, ის არის გზა ყველაფერი საუკეთესოსკენ. ყველაზე დიდი, რაც შეგიძლიათ მშობლებს და სამშობლოს აჩუქოთ, ეს არის სწავლა და წიგნის სიყვარული. მე განსაკუთრებით მიყვარს ის კუთხე, საიდანაც თქვენ ხართ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრ ლამაზ სკოლას ავაშენებთ თქვენს ულამაზეს კუთხეში. ეს აუცილებლად მოხდება ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის, რომელსაც თქვენ ააშენებთ და რომლის მოქალაქეებიც თქვენ ხართ",-მიმართა პრემიერ-მინისტრმა მოსწავლეებს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018