ინიციატივა, 23 აპრილს წიგნის ჩუქების დღე დაწესდეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს და „ანაგრამას“ ეკუთნის. #აჩუქეწიგნი – ეს კამპანიის მთავარი გზავნილია.
აჩუქე წიგნი - კაპანიის ფარგლებში აქციას მცხეთის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ქალბატონი მარინა ზურაბიშვილი ახალგორის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკას ესტუმრა, სხვადასხვა თემატური წიგნები საჩუქრად გადასცა და აღნიშნა, რომ შემდგომშიც მკითხველისთვის საჭირო და საინტერესო წიგნებით გაამდიდრებს ბიბლიოთეკას. ასევე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის, მცხეთის საკრებულოს და მცხეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრს ესტუმრნენ და მცხეთის სხვადასხვა სკოლების მიერ გამოგზავნილი წიგნები გადასცეს საჩუქრად .
1995 წელს იუნესკომ 23 აპრილი ოფიციალურად გამოაცხადა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ. მისი აღნიშვნა 1996 წლიდან დაიწყო. იუნესკომ, პირველ რიგში, ამით ახალგაზრდებს მოუწოდა, რაც შეიძლება მეტი ეკითხათ.