მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საჩუქრები უფასო სასადილოს ბენეფიციარებისათვის

24 აპრილს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რაულ ხუბაშვილი,მერის წარმომადგენელი ქალაქ მცხეთაში ილია ჯიშკარიანი და მერიის თანამშრომლები, მცხეთაში მზრუნველობა მოკლებულთა უფასო სასადილოს ესტუმრნენ, სასადილოს ბენეფიციარებს და ადმინისტრაციას აღდგომის ბრწყინვალე დრესასწაული მიულოცეს, ადგილზე სასურსათო ნაკრები და ტკბილეული გადასცეს. ბენეფიციარებმა,მთავრობის წარმომადგენლებს, მადლობა გადაუხადეს და ასევე თხოვნით მიმართეს სხვადასხვა პრობლემის აღმოსაფხვრელად დახმარება გაეწიოთ.

 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018