საქართველოს თასის I ეტაპის გათამაშებაში ბაიდარებითა და კანოეთი ნიჩბოსნობაში, რომელიც ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ფოთში ჩატარდა საქართველოს ყველა რეგიონის ნიჩბოსნები იყვნენ ჩართულნი. მასში მონაწილეობა მიიღო გიორგი კაპანაძის სახელობის მცხეთის კანოესა და ნიჩბოსნობის აკადემიის ნაკრებმა, რომელიც ყველაზე მეტი მონაწილით იყო წარდგენილი. ამ შეჯიბრში მან 16 ოქროს, 17 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თავი გამოიჩინა გოგონათა გუნდმა: მარიამ და ნინო ტყემალაძეებმა, ანა მურვანიძემ, ლისი სემენოვამ, თამარ მამულაშვილმა, მარიამ თაგვაძემ და წლოვანებით ყველაზე უმცროსმა მონაწილემ - სალომე ჩხეიძემ.
წარმატებით ისაპარეზა კანოეს გუნდმაც, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: ერეკლე ჩხეიძე, თორნიკე ბერიძე, მათე ჯაფარიძე და გურამი კუპრეიშვილი.
კარგი შედეგები ჰქონდა ბაიდარებით ნმიჩბოსანთა გუნდსაც, სადაც მონაწილეობდა სამი ბერიკაშვილი, ნიკოლოზი, სერგი და სანდრო, ემზარი ირემაშვილი, პეტრე რიჟკოვი და ნიკოლოზ ოდიშელიძე.
შეჯიბრებაში სპორტსმენთა კარგი შედეგი სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების: ნიკოლოზ გირდას, შალვა მუსოევის, მურადი ჩხეიძის, ვალერი გაგოიშვილისა და ამირან დათიაშვილის თავდაუზოგავმა შრომამ განაპირობა.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მათ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს შემდგომ ასპარეზობებში.