2 მაისს, სოფელ მუხრანში ,,მოყვარულთა თასი“ -ის მუნიციპალური ეტაპის თამაშები დაიწყო ფეხბურთში.
2019 წლის სეზონის გახსნით შეხვედრაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:
ნასტაკისი - საგურამო 3:0
დებიუტანტი - ძეგვი 3:0
მცხეთა - ჯვაროსნები 5:1
„მოყვარულთა თასი“ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ორგანიზებითა და დაფინანსებით ტარდება. მუნიციპალური თამაშები, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების მხარდაჭერით მიმდინარეობს.