3-5 მაისს, გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯია“-ში , 21-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - Caucasus Tourism Fair – CTF’19 გაიხსნა. საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობის გახსნას დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ექსპოჯორჯიას დირექტორი რესან ქიქავა, საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის დამფუძნებელი ელენე ოთარაშვილი.
მცხეთის და მცხეთა-მთიანეთის საგამოფენო სივრცეს მასპინძლობას უწევდა ა(ა)იპ კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლალი რევია და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლები .
გამოფენის მიზანია ხელი შეუწყოს ტურიზმის განვითარებას საქართველოში და მთლიანად კავკასიის რეგიონში, მოახდინოს შიდა ტურისტული მიმართულებების და პროდუქტების პოპულარიზაცია; გაამარტივოს ინფორმაციის მიწოდება საქართველოს მოსახლეობითვის ქვეყნის გარე მარშრუტების შესახებ; ხელი შეუწყოს სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარებას რეგიონში. ერთ სივრცეში თავი მოუყაროს საერთაშორისო, , ადგილობრივ და რეგიონულ ტურისტულ კომპანიებს. მათთან შესახვედრად მოიწვიოს დარგით დაინტერესებული ვიზიტორები : საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კორპორატიული ტურიზმის მომხმარებლები.
ღონისძების ორგანიზატორი გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯია“, ხოლო მხარდამჭერები არიან : საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, Welcome to Georgia - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოვება, თბილისის მერია, საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაცია, ჰორეკას ასოციაცია, გიდების ასოციაცია და საქართველოს ტურიზმის ასოციაცია.
3-დან 5 მაისის ჩათვლით, 3 დღის განმავლობაში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ გამოფენა-ბაზრობა და დაგეგმონ მოგზაურობა. აღსანიშნავია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე 2000 წლიდან მონაწილეობს.