3 მაისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, მუნიციპალიტეტში 2018 წლის გარდამავალ და 2019 წელს განსახორციელებელ პროექტების შესრულების თაობაზე სამუშაო შეხვედრა გამართა მშენებლებთან და პროექტანტებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძე, შპს ,,მშენ-ექსპერტის“ A ტიპის ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი მალხაზ წიქარიშვილი და ტექნიკური მენეჯერი დათო გიორგობიანი, მერიის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქრურის სამსახურების თანამშრომლებთან ერთად.
განხილულ იქნა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და ,,სოფლის პროგრამის“ ფარგებში ფინანსდება. მშენებლებთან და პროექტანტებთან ერთად ისაუბრეს მშენებლობებზე არსებული პრობლემური საკითხების აღმოფხვრაზე და გადაჭრის გზებზე.
შეხვედრები ყოველი კვირის პარასკევს იმართება და მიზნად ისახავს დაგეგმილი სამუშაოების დეტალურ განხილვას, მათ დროულ და ხარისხიანად შესრულებას. ასევე, აღინიშნება სარგებელი, რომელსაც პროექტების განხორციელების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა მიიღებს.