9 მაისს, მცხეთის სკვერში, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი აღინიშნა. ომის ვეტერანებს დღესასწაული მიულოცეს და ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, მერის პირველმა მოადგილე გივი გიუტაშვილმა და მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ. გმირთა მემორიალთან მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის შემოქმედებითი ჯგუფების და თბილისის მერიის სასულე ორკესტრის მონაწილეობით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. გამოფენილი იყო ომში მონაწილე ვეტერანების ფოტოები, ნივთები და აქსესუარები, სხვადასხვა აქტივობებით მონაწილეობდნენ მცხეთის მერიის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრი და ა(ა)იპ სხვადასხვა სახეობის სპორტული სკოლა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლები , ომის ვეტერანების ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ, მცხეთაში მცხოვრებ ორ ვეტერანს ეთერ ქოქოსაძეს და მამა რევაზ წულაძეს პრემიერ მინისტრის მილოცვა გადასცა, ხოლო მუნიციპალიტეტის სახელით ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაეცათ ფულადი თანხა 300 ლარის ოდენობით.