მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მრავალფუნქციური სპორტულ-კომპლექსის გახსნა მცხეთაში

15 მაისს, მცხეთაში სპორტულ- გამაჯანსაღებელი კომპლექსი საზეიმო ვითარებაში გახსნა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი კაპანაძესთან ერთად. სპორტული აქტივობებისათვის განკუთვნილი საცურაო აუზები, ტრენაჟორები და სპორტული დარბაზები განკუთვნილია, როგორც უფრისებისთვის, ასევე, ბავშვებისთვის. მათ დღეიდან საშუალება ექნებათ დახურული აუზებით ისარგებლონ.
კომპლექსის გახსნას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო. პარლამენტის წევრები: გია ვოლსკი, ზაქარია ქუცნაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და მირიან წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორი შალვა კერესელიძე მოადგილეებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე მოადგილეებთან ერთად.
სიტყვით გამომსვლელებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიულოცეს კომპლექსის გახსნა.
მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმირტი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ სპორტული კომპლექსი საცურაო აუზებით მცხეთელების მთავარი მოთხოვნა იყო 2012 წლის არჩევნების დროს, რაც წარმატებით განხორციელდა. ხელისუფლებისთვის მომავალი თაობა და მათი ჯანსაღი ცხოვრების წესი პრიორიტეტია. მან მადლობა გადაუხადა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ყველა წარმომადგენელს,ვინც აქტიურად მონაწილეობდა კომპლექსის მშენებლობაში და ბოლო დროს მცხეთაში განხორციელებულ მნიშვნელოვანი პროექტები გაახსენა საზოგადოებას.
მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ ყველას მიულოცა მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტის დასრულება. მადლობა გადაუხადა ყველას თანადგომისათვის.
აღნიშნა, რომ მერია ყველაფერს გააკეთებს, სპორტკომპლექსის შეუფერხებლად მუშაობისა და მომხმარებელთა სრული კომფორტისთვის.
დასასრულს, კომპლექსის გახსნაზე მისულ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა ახლადგახსნილი სპორტული ცენტრი დაეთვალიერებინა და თვალყური ედევნებინა პირველი მოსარგებლეებისთვის.
ღონისძიების გახსნა ცეკვის ანსამბლმა ,,როკვა“ და ანსამბლმა ,,მცხეთა“ გაალამაზეს. ღონისძიებას ა(ა)იპ განათლებისა და კულტურის მულტიფუნქციური ცენტრი ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ,რომ მცხეთის სპორტული კომპლექსის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და მისი ღირებულება 6 მილიონი ლარია. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა. კომპლექსში განთავსებულია ორი საცურაო აუზი: პატარა აუზი 4-14 წლამდე მოზარდებისთვის და დიდი აუზი 14 წლის ზევით მომხმარებლებისთვის. გათვალისწინებული იქნება შეღავათები სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, დევნილებისთვის,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა შვილებისთვის, ომის ვეტერანებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობისა და მარჩენალდაკარგულ პირებისთვის, პენსიონერებისთვის, მცხეთის საპატიო მოქალაქეებისთვის.
სპორტულ კომპლექსში სივრცე დაეთმობა სავარჯიშო მოწყობილობებს და ფინურ საუნას - შესაბამისი საშხაპეებით. სპორტულ დარბაზში შესაძლებელი იქნება კალათბურთის, ფეხბურთის, ფრენბურთის თამაშიც.
უახლეს პერიოდში მოგაწვდით სპორტკომპლექსის მომსახურების განრიგსა და სატარიფო ცხრილს.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018