მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ორიგამის გაკვეთილი მცხეთის მეორე საჯარო სკოლაში

21 მაისს, მცხეთის მეორე საჯარო სკოლაში, ორიგამის გაკვეთილის ჩატარების მიზნით სტუმრად იმყოფებოდა იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, ბატონი სინჯი სოიამა. მან მესამეკლასელ მოსწავლეებს მოკლე პრეზენტაცია წარუდგინა იაპონიის სასკოლო სისტემის შესახებ, ესაუბრა იაპონიაზე და იაპონიაში ცნობილი მცხეთელი სუმოისტის, ლევან გორგაძის - ,,ტოშინოჩინის“ წარმატებეზე გაამახვილა ყურადღება. ორიგამა ქაღალდის კეცვის ხელოვნებაა, რომელიც იაპონიაში დაიბადა. ორიგამის ფიგურებს იყენებდნენ სხვადასხვა მნიშვნელობით, წერდნენ წერილს და შემდეგ ამ წერილით აკეთებდნენ სხვადასხვა ფიგურებს. გაკვეთილის მსვლელობისას მონაწილეები ორიგამის საწყის პრინციპებს დაეუფლენ და სტუმრებთან ერთად სამურაის ქუდის-კაბუტოს გაკეთება ისწავლეს. იაპონიის საელჩოს პირველი მდივნის მეგობრულ შეხვედრას მცხეთაში სწრებოდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი თანამშრომლებთან, მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ბოხუა პედაგოგებთან და ა(ა)იპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი შორენა არჯევანიძე.

 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018