მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში 26 მაისი საზეიმოდ აღინიშნა

26 მაისი-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მცხეთაში დიდი ზეიმით აღინიშნა. საზეიმო განწყობა დილიდანვე იგრძნობოდა მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, განლაგდა სამხედრო ტექნიკა, აქვე იყო „რეტრო კლუბის“ რეტრო და სამხედრო  მანქანების გამოფენა. სხვადასხვა სახეობის მცხეთის  სასპორტო სკოლის ორგანიზებით სპორტის სხვადასხვა სახეობებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები.   

ქვეყნის მთავარი დღესასწაული-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობას მიულოცეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ბაქრაძემ და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა. გაიმართა 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებული ოქროს მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოება. სვეტიცხოვლის წინ, მთავარ მოედანზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიულიანსამბლებისა და სამუსიკო სკოლების მოსწავლეთა საზეიმოკონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში ასევე, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები და თანამედროვე თეარტის „არტ კოალიციის“ მსახიობები მონაწილეობდნენ. 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მცხეთის კულტურის ცენტრში ანრი ჯოხაძის გალა კონცერტით გაგრძელდა. დღის ბოლოს, საზეიმო განწყობა მრავალფეროვანი ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიებას  მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, მერიის თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018