მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


კონკურსი ,,ახალგაზრდა ხელოვანი"

მცხეთის პირველ საჯარო სკოლაში, ,,ახალგაზრდული ფესტივალი 2019“-ის ფარგლებში მუნიციპალური ეტაპი ,,ახალგაზრდა ხელოვანი“ ჩატარდა, რომლის მიზანი ახალგაზრდა მხატვრებისა და მწერლების წარმოჩენა და მათი განვითარებისთვის ხელშეწყობაა. ასევე, მონაწილე მხატვრებისა და პროზაიკოსების ნაწარმოებები ხელმისაწვდომი გახადება უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისათვის.
კონკურში 14-18 წლის ახალგაზრდები მონაწილეობენ მცხეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან, რომელთაგან გამარჯვებულებს ჟიური უახლოეს დღეებში გამოავლენს. რეგიონული ეტაპი 30 მაისს ჩატარდება და პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებსა და ვორქშოპებში, რომელთაც კომპედენტური კონსულტანტები ჩაატარებენ.
პროექტი საქართველოს მასშტაბით განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ ხორციელდება.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018