მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთა თამბაქოს გარეშე

31 მაისი თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ა(ა)იპ მცხეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით , ასევე თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრის ჩართულობით, მცხეთის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყო აქცია „მცხეთა თამბაქოს გარეშე“. აქციას შეუერთდნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების მწვრთნელები და მოსწავლეები, ასევე მცხეთის მუნიციპლიტეტის მერიის და კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის თანამშრომლები. როგორც „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღის წლევანდელი თემა თამბაქოს და მისი მოხმარების შედეგად გამოწვეულ ფილტვის დაავადებებს უკავშირდება, ამიტომაც ამ დღის დევიზია - „ის სუნთქვას მართმევს“. ჩვენ მოვუწოდებთ მწეველ საზოგადოებას, არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ მოწევაზე საერთოდ თქვათ უარი.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018