ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში კვირეული მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
1 ივნისს, მცხეთის ცენტრალურ სკვერში მოეწყო მრავალფეროვანი ღონისძიება, სადაც უამრავი სიურპრიზი ელოდათ პატარებს. საბავშვო გასართობი პროგრამა დატვირთული იყო აქტივობებით: უფასო ატრაქციონები, კონცერტები, შოუ-პროგრამა, სახეზე მოხატვა, თოჯინების თეატრი, კარაოკე, ზღაპრის გმირები, შემეცნებითი-გასართობი პროგრამა, მხიარული მასტერკლასი, ანიმატორები, აქცია "მოვხატოთ ერთად...." , მცხეთის დავით გამრეკელის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა კონცერტი და ბავშვთა თეატრალური დასი შოუ პროგრამით . ღონისძიებაზე მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა შორენა არჯევანიძემ 2018-2019 სასწავლო წლის წარმატებული პედაგოგები და მოსწავლეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
2 ივნისს, მულტიფუნქციური ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდები შემეცნებითი ტურით - "ვისწავლოთ ერთად..." იმყოფებოდნენ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში.