მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


დასუფთავების აქცია ძალისში

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ძალისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა და სკოლის მიმდებარე ცენტრალური გზის მონაკვეთი და ეკლესიის ეზო დაასუფთავეს. შეგახსენებთ, რომ 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გამოაცხადა. გაეროს გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას გარემოს მიმართ, მისი მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. ყოველი წლის ივნისი „მწვანე თვედ" არის გამოცხადებული, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები იმართება.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018