მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მუნიციპალიტეტში მიმდინარე მშენებლობები


მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებიც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ მხარის გუბერნატორთან შალვა კერესელიძესთან, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძესა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

2019 წლისთვის, მცხეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ფონდებიდან ინფრასტრუქტურული მშენებლობები, რეაბილიტაცია, ექსპლუატაცია 12 721 733 ლარით ფინანსდება. აქედან ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი თანხა 2 684 332 ლარს შეადგენს. 

საგზაო ინფრასტრუქტურა ერთ- ერთი პრიორიტეტული საკითხია მუნიციპალიტეტში. წელს დაგეგმილი სარეაბილიტაციო გზების სიგრძე 11 352 მეტრია. წინა წლებში მრავალ სოფელში მოწესრიგდა გზის საფარი. ამჟამად მცხეთის, წეროვნის, გალავნის, მუხრანისა და ვაზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგება და გზების მომზადება შემდგომში მოასფალტებისთვის. სამუშაოებისთვის თანხები ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

პირველმა პირებმა ასევე, მოინახულეს მცხეთაში-ღართიკარის დასახლებაში მინი მოედნის მშენებლობის, ქსოვრისის სკვერის, მუხრანისა და ნატახტრის კულტურის სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა უმეტესობა ზაფხულის ბოლოსთვის დასრულდება და ეტაპობრივად ახალი პროექტების განხორციელება დაიწყება. აღნიშნული პროექტების განხორციელება სოფლად ცხოვრების დონის ამაღლებასა და მოსახლეობისთვის მეტი სიკეთის მიღებას ემსახურება მიზნად.



© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018