მცხეთაში, დავით აღმაშენებლის 47 ნომერში არსებული სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოდან დაიწყო რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით. სამშენებლო სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს "მშენკომპლექსი" აწარმოებდა 69 816 ლარის სახელშეკრულებლო თანხით. სკვერში დაიდგა საპარკო სკამები, ურნები, მოეწყო განათებები. სხვადასხვა სპორტული აქტივობებისთვის გაკეთდა კუთხეები: ტრენაჟორებით, ცალფარიანი კალათბურთის მოედნით და ფანჩატურით. განახლებული სივრცე მცხეთელი მოსახლეობისა და სტუმრების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასვენების, გართობისა და ეკოლოგიური ფუნქციების გაძლიერებას.