დასრულდა მცხეთა-შიომღვიმის გზის მე-4 კილომეტრიდან წმინდა გიორგისა და წმინდა დემეტრე თესალონიკელის ეკლესიებამდე მისასვლელი გზების მშენებლობა. აღნიშნულ გზებზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო სანიაღვრე არხები.
სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა მცხეთის მერიის კონტრაქტორი შპს ,,როუდ სოლუშენს“ აწარმოებდა.