2019 წლის 18 ივნისს აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, სასტუმრო „ჯინო ველნესი მცხეთა“ –ს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საერთაშორისო სემინარი თემაზე: „ადგლობრივი თვითმმართველობის გაძლიერება -ევროპული პერსპექეტივები. ესტონეთის გამოცდილება“. მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს ესტონელმა კოლეგებმა საკუთარი გამოცდილება და სამომავლო სტრატეგიული ხედვა გაუზიარეს.
ადგილობრივი ხელისუფლების და რეგიონის პირველ პირებთან ერთად შეხვედრას მეწარემეები, ტურიზმის ცენტრი და არასამთავრობო სექტორი ესწრებოდნენ.
სემინარში ხუთი ექსპერტ-მომხსენებელი მონაწილეობდა: იან რეინოლდი - ესტონეთის სპეციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის დირექტორი. ესტონეთის საელჩო საქართველოში, პირველი მდივანი მარგუს გერინგი, ესტონეთის ევროკომისიის ყოფილი ხელმძღვანელი, პარლამენტის ყოფილი წევრი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სტრატეგიული კომუნიკაციის მრჩეველი ჰანეს რუმი, ქალაქ ვილიანდის ყოფილი მერი ანდო კივიბერგი, მეწარმე პრიტ ტამი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის პროგრამის დირექტორი თინა ილსენი
სემინარი გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ: „ ესტონეთი ეს არის მნისვნელოვანი მხარდამჭერი ქვეყანა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისათვის. საქართველოსა და ესტონეთის ისტორია მსგავსია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენ ერთნაირი სირთულეების წინაშე აღმოვჩნდით, თუმცა ესტონეთმა მოახერხა მათთან გამკლავება და ამ თვალსაზრისით, ის ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში. მსგავსი სემინარები ესტონეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობის გაზრდის კარგი საშუალებაა” მერმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ასევე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ირაკლი ცქიტიშვილმა. სემინარს უძღვებოდა მოდერატორი და პროექტის ავტორი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის პროგრამის დირექტორი თინა ილსენი
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიც არის: ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკა საქართველოს მხარდასაჭერად, როგორ გამოვიყენოთ ევროპული ინტეგრაცია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისათვის, საფრთხეები, მითები და რეალობა ევროპასთან ინტეგრაციის მიმართებაში. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში მიმდინარეობდა, დამსწრე საზოგადოება აქტიურად ჩართული იყო დისკუსიაში, ისაუბრეს ადგილობრივი ბიზნეს სექტორის განვითარებაზე, განათლების სისტემის ევროპული ანალოგის დანერგვაზე, დონორი ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და საერთაშორისო პროექტების განსახორციელებაზე.
შეხვედრის დასასრულს ესტონეთის სპეციალური წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის დირექტორმა იან რეინოლდმა განაცხადა:
“ესტონეთი ყოველთვის იყო საქართველოს მხარდამჭერი კონტრიბუტორი ქვეყანა. დღეს პირველი შეხვედრა გვქონდა მცხეთაში ჩვენს კოლეგებთან. მაქსიმალურად ვეცადეთ მოკლე დროში მათთვის საკუთარი გამოცდილება გაგვეზიარებინა. ვისაუბრეთ ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობაზე. ჩვენ ხშირად ვთანამშრომლობთ თქვენთან და ვფიქრობთ ახალი პროექტის შექმნას, რომლის მიზანი იქნება გამოვიდეთ დიდი ქალაქებიდან პატარა ქალაქებში. მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი და გითხრათ, რომ შეხვედრა ძალზედ მნიშვნელოვანი და პროდუქტიული აღმოჩნდა. ესტონეთში თქვენს ქალაქს ჩვენი სახით გაუჩნდა გულშემატკივარი, ვისაც ჯერა თქვენი, იმედს ვიტოვებ,რომ სულ მალე მცხეთის მუნიციპალიტეტი მიაღწევს დასახულ მიზნებს და იქნება ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტი“.
სემინარის დასასრულს შეხვედრა შეაჯამა აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრის პროგრამის დირექტორმა თინა ილსენმა, ქალბატონმა თინამ აღნიშნა იმ მზაობისა და პასუხისმგებლობის შესახებ, რასაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონეთის ცენტრი საკუთარ თავზე იღებს სამომავლო ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობების შემოთავაზებას. დაანონსა სამომავლო გეგმები მცხეთის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით და გამოხატა მადლიერება თითოეული მონაწილესა თუ ორგანიზატორის მიმართ.