25 ივნისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გია გიუტაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და მოადგილემ ირაკლი ცქიტიშვილმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძემ, სოფელ პატარა ქანდაში საჯარო სკოლის ეზოსა და ღია სპორტული მოედნის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს. ბიზნესმენმა ვაჟა უსანეთაშვილმა სკოლისა და მიომდაებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა საკუთარი ფინანსებით უზრუნველყო.მადლობის ნიშნად ბატონ ვაჟა უსანეთაშვილს პატარა ქანდის სკოლის დირექციამ საზეიმო ღონისძიებით უმასპინძლა და მადლობის სიგელი გადასცეს.
სკოლის ეზოში კეთილმოეწყო მოსასვენებელი სკამები, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანდა სხვადასხვა სახეობის ნარგავებით, დამონტაჟდა გარე განათების ბოძები, გაკეთდა ღია სპორტული მოედანი, საპირფარეშო, ამჟამად მიმდინარეობს ორი საკლასო ოთახის რემონტი.
სკოლის მოსწავლეები განახლებული ინფრასტრუქტურით მომავალი სასწავლო წლიდან ისარგებლებენ.