მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთაში შშმ პირებს ეტლები გადაეცათ

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ჩართულობითა და საერთაშორისო ასოციაციის - „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანადგომით, მცხეთის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისათვის ეტლების უსასყიდლოდ გადაცემა გრძელდება. ქალაქ მცხეთაში, სოფელ მუხრანში და ქსოვრიში მცხოვრებ შშმ პირებს, რომლებსაც მცხეთის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის თანამშრომლებმა წინასწარ აუღეს ზომები ეტლის მორგების ყველა ნიუანსის გათვალისწინებით, სახლებში ეწვივნენ და სოფლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ეტლები გადასცეს. აღნიშნული ორგანიზაციის თანადგომით ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ათეულობით ეტლის გადაცემა გახდა შესაძლებელი, რითაც მათ ყოველდღიური ყოფის შემსუბუქება მოხერხდა.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018