მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, საქართველოს 12 დასახლებაში , მათ შორის საგურამოში, საპილოტო პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია : კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების აღწერა და რეგისტრაცია, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების გასწორება და სხვა.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის პრიორიტეტებია : საკუთრების უფლების დაცვა, უფლების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებ და უფლების რეგისტრაციასთან დაკავაშირებული პრობლემების აღმოფხვრა.
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმა 2016 წელს დაიწყო და მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი მიწის რეფორმის II ეტაპია, რომელსაც საჯარო რეეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების „ პროექტის ფარგლებში ახორციელებს.