წეროვნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში აქტიურად მიმდინარეობს 2019 წლისთვის დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელ სხალტბისკენ და ჩარდახში სკოლისკენ მისასვლელი გზის მოხრეშვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია. დასრულდა ასევე, გარე განათების მოწყობა წეროვნის კვლევითი ინსტიტუტის დასახლების უბნებზე. ამავე პროგრამით განხორციელდება წეროვნის საბავშვო ბაღის ტერიტორიის კეთილმოწყობაც.
მიმდინარეობს გოროვანში წყაროსთან მიმსასვლელი გზისა და ჩარდახის ქვედა უბნის ქუჩის მოასფალტება, რომელთა სიგრძე, საერთო ჯამში, კილომეტრნახევარს შეადგენს. კეთილმოწყობის სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მილენიუმ ბილდერს გრუპი“ ასრულებს. სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება.
დაგეგმილია გოროვანში არსებული სპორტული მოედნის კეთილმოწყობა, სადაც განთავსდება ფეხბურთისა და კალათბურთის თამაშისთვის საჭირო მოწყობილობები, გაკეთდება ფრენბურთის ბადე და აღნიშნული ტერიტორია შემოიღობება. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.