8 ივლისიდან მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუქნციური ცენტრის ინიციატივით იხსნება „საზაფხულო სკოლა“. სკოლაში შექმნილია სასიამოვნო საგანმანათლებლო გარემო, საკლასო ოთახები აღჭურვილია ახლად შეძენილი შესაფერისი, თანამედროვე სასწავლო ავეჯით, ინვენტარით, მდიდარი ბიბლიოთეკით.
სასწავლო პროცესს წარუძღვება ნიჭიერი, შემოქმედებითი, სწავლისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებით მომზადებული მაღალკვალიფიციური პედაგოგიური კოლექტივი. ჩვენთან მოსულ ბავშვებს დახვდებათ შესაბამისი გარემო იმისათვის, რომ სწავლის პროცესი საინტერესო და ამავდროულად სახალისო გახდეს.