გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ის "თვითმმართველობის განვითარების პროგრამის" ფარგლებში მცხეთის მუნიციპალიტეტს სომხეთის დელეგაცია ეწვია, რომელიც მცხეთაში ადგილობრივი საფინანსო მენეჯმენტის სფეროში სიახლეებს გაეცნო.დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ სომხეთის ტერიტორიული მოწყობის და განვითარების სამინისტროს წარმომადგენლი, სომხეთის ფინანსისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, აირუმის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფროსი და GIZ-ის პროგრამის თანამშრომლები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ბატონი პაატა გობეჯიშვილიც კონსულტანტის სტატუსით.
მონაწილეები გაეცნენ ადგილობრივი საფინანსო მენეჯმენტის (PEFA) შედეგებს მცხეთაში და გაცვალეს ინფორმაციები ბიუჯეტში მოქალაქეთა თანამონაწილეობის საკითხებზე.
სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია წარმატებული და ინოვაციური მიდგომების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მაგალითზე. სურვილი გამოთქვეს ასევე დაეწყოთ აღნიშნული პროცესები საკუთარ ქვეყანაში.
დასასრულს მხარეებმა სამომავლო საქმიანობაში ერთმანეთს წარმატებები უსურვეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, შესყიდვების განყოფილება, სომხეთის ფინანსთა ასოციაციის პრეზიდენსტი ვაჰან მოსესიანი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების “ GIZ “ მრჩეველი სუსანა ბაგრატუნი ესწრებოდნენ.