მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაანკარში, ახალგაზრდებისთვის კრივის ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა. ახლადგახსნილი დარბაზი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა და მერის მოადგილემ ოთარ ჩხეიძემ მოინახულეს და შენობის გარე ფასადის კეთილმოწყობის სამუშაოები დაგეგმეს.