დღეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუქნციური ცენტრის ინიციატივით გაიხსნა „საზაფხულო სკოლა“.საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისოა, რომელიც მოიცავს შემეცნებითი-სასწავლო-გასართობი აქტივობებით სხვადასხვა საგნების( ინგლისური ენა, რუსული ენა, მათემატიკა, ხატვა, ხელსაქმე, წიგნის სამყარო, ზუმბა აერობიკა) შესწავლას. სასწავლო პროგრამა უფასოა და მისი ხანგრძლივობა 1 თვეა. საზაფხულო სკოლაში შექმნილია სასიამოვნო საგანმანათლებლო გარემო, საკლასო ოთახები აღჭურვილია ახლად შეძენილი თანამედროვე ინვენტარით და საბავშვბო გასართობ-შემეცნებითი ლიტერატურით. სასწავლო პროცესს წარუძღვებიან სწავლების თანამედროვე მეთოდებით მომზადებული მაღალკვალიფიციური პედაგოგები.