სასმელი წყლის სისტემის მოწყობის კიდევ ერთი პროექტი შეემატა მცხეთის მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს.
სოფელ ნავდარაანთკარში სასმელი წყლის სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა, რომელიც ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაციის „LDS Charities” დაფინანსებით განხორციელდა და 77 292 ლარი დაიხარჯა.
სასმელი წყლის მიწოდებაზე ორიენტირებული პროექტი, აღნიშნულ სოფელში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის მნიშვნელოვან პრობლემას გადაჭრის, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა აქაურ მოსახლეობას. პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი და წყალშემკრები ავზი, განხორციელდა სასმელი წყლის სისტემის დაქსელვითი სამუშაოები.
დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გივი გიუტაშვილმა, მერის მოადგილე ოთარ ჩხეიძემ, ამერიკული მხარის წარმომადგენლებმა, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა.
სამუშაოები ხარისხიანად და კეთილსინდისიერად, განსაზღვრულ დროში შეასრულა მცხეთისს მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ,,ჰიდრო და საინჟირნო გეოლოგია“, რომლის ხელმძღვანელია ვახტანგ ნარსავიძე.
ამერიკულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ა (ა)იპინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების მხარდაჭერით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში წყლის პროექტები უკვე 11 დასახლებაში განახორციელა.