მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და ქალაქის მდგრადი განვითარება-გიორგი კაპანაძე


როგორც თქვენთვის ცნობილია აქტიურად მიმდინარეობს მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება. მუნიციპალური განვითარების ფონდის პატრონაჟით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჩართულობით პროცესების მართვაზე მეთვალყურეობა აიღო ცენტრალურმა ხელისუფლებამ. გენერალური გეგმის შემუშავებას ამხანაგობა „აქოლისი“ აწარმოებს, რომლის შემადგენლობაში შედის 11 კომპანია. ჩვენის მხრიდან აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით ვითვალისწინებთ ყველა იმ მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებასა და რა თქმა უნდა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებას. სწორედ ამიტომ, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და  ტურიზმის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია, სადაც მე და მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატმა ბატონმა დიმიტრი ხუნდაძემ წარვადგინეთ ქალაქის განვითარების ჩვენეული გეგმა და ხედვა. მიზანი ერთი გვაქვს: რაც შეიძლება მალე ერთობლივად მივიღოთ ქალაქის მდგრადი განვითარება. 

მინდა გამოვეხმაუროი ამხანაგობა „აქოლისის“ დირექტორს ბატონ აკაკი ზერეკიძეს, ყურადღებით მოვუსმინე მის გუშინდელ გამოსვლას გადაცემაში „საქმიანი დილა“ გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. საჯარო ჩართულობა არამც თუ დიდ დროს მოიცავს , არამედ აუცილებელია დოკუმენტის შემუშავების დროს, რადგან სწორედ მსგავსი ტიპის შეხვედრები და მსჯელობა მიგვიყვანს სწორ გადაწყვეტილებამდე. სამწუხაროდ რიგ შემთხვევაში საერთო ინტერესების დაცვა ვერ ხერხდება. ბატონმა აკაკიმ პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვას,თუ როგორ შეიძლება ქალაქის, როგორც ცოცხალი ორგანიზმის განვითარება, მოსახლეობის დაკმაყოფილება და მათი ინტერესების დაცვა, - პასუხს თავი აარიდა. ნამდვილად ვეთანხმები, რომ ქალაქი მცხეთა ქვეყნის ყველაზე დიდი კულტურული მონაპოვარია, მსოფლიო დონის მნიშვნელობა გასათვალისწინებელია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ქალაქისა და მოსახლეობის ინტერესები.

აქვე მიდნა დავძინო, როდესაც ბატონმა აკაკიმ ხაზგასმით აღნიშნა ბაქოში ვიზიტის მნიშვნელობა, სამწუხაროდ ჩვენი ქალაქი მცხეთა კონფერენციაზე ნახსენებიც კი არ იყო. 

იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე ჩვენს ხელთ იქნება სრულყოფილი დოკუმენტი და არა პიარზე დაფუძნებული აუდიო თუ ვიდეო მასალაზე დაყრდნობილი ცალმხრივი ინტერესის მატარებელი დოკუმენტი. 


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018