მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ეფექტიანობის აუდიტი/სამუშაო შეხვედრა

 12 ივლისს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის (ჰარმონიზაციისცენტრი) ორგანიზებით, მსოფლიო ბანკისა და PEMPAL-ის მხარდაჭერით, ასევე საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით გაიმართა ტრენინგი - ეფექტიანობის აუდიტი. ტრენინგს საერთაშორისო ექსპერტი და ტრენერი რუსლანა რუდნიცკა უძღვებოდა. 

  ჰარმონიზაციის ცენტრი, როგორც საქართველოს საჯარო სექტორში შიდა აუდიტის განვითარებაზე, ფუნქციურ სრულყოფასა და ამ საკითხების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი ორგანო, 2010 წლიდან არის PEMPAL-ის სრულუფლებიანი და აქტიური წევრი. სწორედ, PEMPAL-ის ფარგლებში მიმდინარე წელს ეფექტიანობის აუდიტის პილოტური პროექტი განხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. 

 შეხვედარას ესწრებოდნენ: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მარინა ზურაბიშვილი, შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი ეკა ბაღაშვილი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტორლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირმა გელანტია-ახვლედიანი, ასევე მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის თანამშრომლები.

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018