მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


ქსოვრისში ,,ლაშარობა“ აღინიშნა

12 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისში, ტრადიციულად, სახალხო დღესასწაული ,,ლაშარობა“ აღინიშნა. სადღესასწაულოდ, სოფლის ცენტრში ახლადრეაბილიტირებული სკვერი საზეიმო ვითარებაში გახსნეს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი კაპანაძემ.
ქსოვრისის საჯარო სკოლის შემოქმედებითი ძალებით ჩატარდა კონცერტი.
აღნიშნული სკვერი რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით განახლდა. სამუშაოები მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ შპს ,,ტენდექსი“- მ შეასრულა 166 000 ლარის სახელშეკრულებლო თანხით. სკვერში განთავსებულია პატარებისათვის საქანელები, სავარჯიშო კუთხე, საჭიდაო მოედანი და ომში დაკარგულთა მემორიალი.
 დღესასწაულზე ასევე, გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება ახალგაზრდებში სპორტისა და ქართული ჭიდაობის პოპულარიზაციის მიზნით. ერთმანეთს მუნიციპალიტეტის სოფლებიდან მოქმედი და მოყვარული სპორტსმენები ეჯიბრებოდნენ. მთავარი პრიზი ,,ჭედილა“ აბსოლუტურ, 80 კგ. წონით კატეგორიაში და 30 კგ წონით კატეგორიებში გათამაშდა. აბსოლუტურ წონაში ტურნირის გამარჯვებული გახდა ლაშა ტაველური. იგი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნიდანაა და სპორტული მიღწევებით არაერთხელ უსახელებია თავი, ხოლო 80 კგ კატეგორიაში გიორგი მახარაშვილმა (ქსოვრისი) გაიმარჯვა. 30 კგ წონით კატეგორიაში ცხვარი საჩუქრად პირველ ადგილზე გასულმა საბა ფილაურმა (ძალისი) მიიღო. თასი 45 კგ. წონით კატეგორიაში გადაეცა გიორგი ჩილინდრიშვილს (ქსოვრისი). სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებულებს კი ტურნირის ორგანიზატორებმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით მედლები და სიგელები გადასცეს. ჭიდაობის ტურნირი ქსოვრისში ა(ა)იპ უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.
 დღესასწაულს ქსოვრისში ესწრებოდნენ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა კერესელიძე, მოადგილეები ირაკლი ცქიტიშვილი და მანანა ნარიმანიძე, მერის პირველი მოადგილე გივი გიუტაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ფოლოდაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის სხვადასხვა სამსახურისა და ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
მედლები და სიგელები გადასცეს. ჭიდაობის ტურნირი ქსოვრისში ა(ა)იპ უმაღლესი დაოსტატების მცხეთის ჭიდაობის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.


© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018