მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
პრესცენტრი
პრეს-რელიზისიახლეებიფოტოგალერეავიდეოგალერეა


საფეხბურთო შეხვედრები

13 ივლისს, დუშეთში ჩატარდა ,,მოყვარულთა თასი 2019“-ის რეგიონული ეტაპის მესამე ტური, სადაც მცხეთის ,,მცხეთამ“ დუშეთში სტუმრად გამართული მატჩი დუშეთის ,,დუშეთთან“ ფრედ დაასრულა 4:4. მანამდე ის მასპინძლობდა საფეხბურთო გუნდ ,,გორგიას“, რომელიც ანგარიშით 4:1დაამარცხა.
,,მოყვარულთა თასი 2019“ -ის მეორე ეტაპის - რეგიონული თამაშები საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ეგიდით 29 ივნისს დაიწყო. მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონების პირველობაზე მონაწილეობას 10 გუნდი იღებს.
ეს გუნდებია: მცხეთის ,,მცხეთა“, მცხეთის ,,გორგია“, დუშეთის ,,დუშეთი“, ყაზბეგის ,,ყაზბეგი“, ხაშურის ,,დურუ“, ქარელის ,,ფრონე“, ქარელის ,,გიგანტი“, კასპის ,,გომი“, გორის ,,მეჯვრისხევი“ და ახალგორის ,,ჯვაროსნები“.
ზემოაღნიშნული ტურნირის პირველ ტურში, რომელიც 30 ივნისს მცხეთაში ჩატარდა ქარელის გუნდმა ,,ფრონემ“ მასპინძელი გუნდი ,,მცხეთა“ ანგარიშით 4:2 დაამარცხა.
,,მოყვარულთა თასი 2019“-ის მეოთხე ტური 20-21 ივლისს გაიმართება, სადაც ,,მცხეთა“ ყაზბეგის გუნდს უმასპინძლებს.
საფეხბურთო თამაშების რეგიონული ეტაპი ოქტომბერში დასრულდება და გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ ზონალურ ასპარეზობებში მიიღონ მონაწილეობა.

 

© მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია 2018