16 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი კაპანაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული შალვა კერესელიძე და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი სოფელ ფრეზეთის მოსახლეობას შეხვდნენ, მათთვის საჭირო აქტუალურ საკითხებზე და სოფელში მიმდინარე თუ განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.
უახლეს პერიოდში ფრეზეთში გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება და ბუნებრივი აირით სოფელში მცხოვრები ყველა ოჯახი მოარაგდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ შიდა საუბნო და ფრეზეთი-უფურეთის დამაკავშირებელ გზებს.
ფრეზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში ამ ეტაპისთვის, დასრულებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა. დაგეგმილია მისი ინვენტარით აღწურვა და გარე პერიმერტრის კეთილმოწყობა. რის შემდეგაც, ახალი სააღმზრდელო წლისთვის საბავშვო ბაღი გაიხსნება.
ფრეზეთში მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა მცხეთის მერის წარმომადგენელი აღდგომლიანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულში მიხეილ უთრუგაშვილი.